-
2014-05-17 12:12
დარიალის ხეობაში მეწყერს მოსახლეობის ინფორმაციით სამი თურქი მუშა ემსხვერპლა. შს სამინისტრო ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ არ ფლობს.
შემთხვევა დარიალის ხეობაში ცოტა ხნის წინ მოხდა. მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხი მოყოლილია გვირაბში და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც ცნობილია, მოწყვეტილი კლდის მასივმა თერგი დააგუბა, მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, მდინარემ გადმოხეთქოს, ამ შემთხვევასი ზარალი და მსხვერპლი დიდი იქნება, სახიფათო ზონებიდან ოჯახების ევაკუაცია დაწყებულია.