-
2014-05-16 23:00
1993 წლის 11 სექტემბერს ბაბუშარას აეროპორტში, სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ქართველი მეომრების ცხედართა ნაწილი თბილისში დღეს ჩამოასვენეს.
ამის შესახებ „კურიერს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ გმირთა მემორიალთან განუცხადა.
მისი თქმით, ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზიის დასრულებისა და ცხედრების იდენტფიცირების შემდეგ და ისინი გადაეცემა ოჯახებს, რის განხორციელებას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.პროცესის მიმდინარეობას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებს.
მინისტრის თქმით, ცხედრების გადმოსვენება საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. გადმოსვენების პროცესი 26 მაისს დასრულდება.
მინისტრის თქმით, ბაბუშერას აეროპორტში დაახლოებით 50-ზე მეტი ცხედარი იყო დასაფლავებული. 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი შეჩერდა, ხოლო გასული წლიდან 2 ცხედრის გადმოასვენეს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში სულ უგზო-უკვლოდ დაკარგულად სულ 2000-მდე ქართველი მიიიჩნევა.