"ვარ რეჟისორი, ვიღებ პორნო ფილმს. გთავაზობ თანამშრომლობას, რეალურად. ანაზღაურება სოლიდურია"; „თუ თანახმა იქნები, მაგარს დაგაბოლებ. ძალიან მაგარ და სერიოზულ სექსფართიზე გაგჩითავ (როგორზეც, არ გეწყინოს, მაგრამ შენით ვერ გაიჩითები). მაგარი თუხთუხი და დამსწრეთა ცოცხალი სექსი იქნება. ერთ ღამეში და თან, დროის სერიოზულ გატარებაში 200-დან 500 დოლარამდე გადაგიხდი.“
აღნიშნული შეტყობინებები სკაიპით "გზის" ჟურნალისტმა მარინა ხოტივარმა მიიღო.
როგორც ჟურნალისტი წერს, იგი შემოთავაზებით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ სიმართლე გაერკვია და შემდეგ მკითხველამდე მიეტანა. მიღებული ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტს, უშუალოდ პორნოფილის რეჟისორმა გააცნო, 500-1000 ლარამდე იხდიან.
როგორც გადაღებებში მონაწილეობაზე „თანხმობის“ შემდეგ ჟურნალისტმა გაარკვია, გადაღება საცხოვრებელი კორპუსის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაში ხდება, სადაც საჭირო ინვენტარია განთავსებული.
„ერთი სერიის გადაღება ერთ დღეში მთავრდება ხოლმე. თანხას წინასწარ ჩაგირიცხავთ თქვენი ანგარიშის ნომერზე... როდესაც დარწმუნდებით, რომ ფული ჩარიცხულია, მერე გადაგიღებთ. ფულის ჩასარიცხად ერთად მივალთ და შემდეგ იქიდანაც გადასაღებ მოედანზე ერთად წამოვალთ. ფილმი უცხოეთში გაიყიდება და ქართულ ბაზარზე არ გამოჩნდება“, - ეს პირობები სკაიპში ჟურნალისტს, როგორც შემდგომ მან გაარკვია, დაახლოებით 25 წლის რეჟისორმა გააცნო, რომელიც დათქმულ ადგილას შავი, ჯიპის სისტემის მანქანით მივიდა.
„გადასაღებ მოედანზე“ ჟურნალისტს, რომელიც მოხალისე მსახიობი ეგონა, პორნოფილმის მონაწილე გოგონამ უთხრა, სქესობრივი აქტი, რეალურად არ დგება, რადგან „მამაკაცები "პიდარასტები" არიან.
ფილმზე 2 ოპერატორი, ერთი სცენარისტი და ერთიც რეჟისორი მუშაობენ. რაც შეეხება მეორე, სექსფართის ისტორიას, როგორც ჟურნალისტი ამბობს, მან ეს შეთავაზებაც სკაიპით მიიღო. აუცილებელი პირობის - ფოტოს გაგზავნის შემდეგ, „ორგანიზატორმა“ დეტალებიც გააცნო.
„დაახლოებით, 10-15 ადამიანი, ყველა ერთად ვართ და სექსიც ერთად გვაქვს. პარტნიორს და მათ რაოდენობას შენი სურვილით აარჩევ, ფულს კი წინასწარ გადაგიხდი.
მე თუ არ მოგეწონები, იქ სხვებიც იქნებიან და რომელიმეს აირჩევ. მუდმივად ერთი და იგივე ხალხი იკრიბება, გარეგნულად კი ყველა ერთმანეთზე უკეთესია. უბრალო ხალხი კი არ იკრიბება, უმეტესობა მდიდარი ოჯახიდანაა.“
როგორც „ორგანიზატორმა“ ჟურნალისტს უთხრა, სექსფართები მეგობრის აგარაკზე შაბათ-კვირას ეწყობა, რადგან სხვა დღეებში მუშაობენ. თუმცა, მომავალში კლუბის გახსნას აპირებენ. „ახლა ჩვენს წესდებასაც დავწერთ და კლუბს ჩამოვაყალიბებთ, სადაც ყველა წევრი ვალდებული იქნება, კანონს დაემორჩილოს.“
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია