
პირველკლასელები წელს ბუკების ნაცვლად საჩუქრად Netbook-ს მიიღებენ. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
46 000 ცალ Netbook-ზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველკლასელთა პორტატული კომპიუტერებისთვის 20 მილიონ 608 ათასი ლარი უკვე გამოყოფილია. Netbook-ში სამინისტროს 448 ლარის გადახდა აქვს განსაზღვრული.
სავალდებულო პირობებში მითითებულია, რომ ნეტბუკს უნდა ჰქონდეს 1 წლიანი გარანტია. წონა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კილოს და 550 გრამს.
მოთხოვნილი ფერი კი უცვლელი - ცისფერი რჩება. ცნობისთვის ამ დროისთვის ბაზაში 12 821 პირველკლასელია დარეგისტრირებული და რეგისტრაცია 20 ივნისამდე გაგრძელდება.