
27 წლის სოფო ზურებიანი, რომელიც გუშინ ღამით ვარკეთილში ყოფილმა მეუღლემ მოკლა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე სამძიმარი გამოქვეყნდა.
იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს სისტემის თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი თანამშრომლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის, 27 წლის სოფო ზურებიანის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.
სოფო ზურებიანი იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი. სააგენტოში იგი 2007 წლიდან მუშაობდა.
რასაკვირველია, ეს საზარელი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. ამასთან, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებს სოფოს დაჭრილი ძმა - თემზა ზურებიანი, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებენ ექიმები და ჩვენი კოლეგები ჯანდაცვის სამინისტროდან.