სახალხო დამცველი დახურული დაწესებულებების მონიტორინგისთვის ხელისშეშლის ფაქტებზე

Image

უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს დაბრკოლების შექმნაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დახურული დაწესებულებების მონიტორინგს, მათ შორის, დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელებას.

 

 

მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება როგორც დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ისევე ინდივიდუალურ საკითხებზე რეაგირება. ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით აპრილის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ხელოვნურად დაბრკოლება შეუქმნეს. მომხდართან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს უკვე მიმართა.

 

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომლებმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და მოუწოდეს საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საგამოძიებო ოთახში შევიდნენ და შეეცადნენ გაერკვიათ, რა ხდება. თუმცა, ნანუაშვილის ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომელმა არ ისურვა მათთან გასაუბრება და კარი გარედაც ჩაუკეტა.

 

სხვა შემთხვევაში, ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას, დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში, ასევე მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, დაჟინებით სთხოვდნენ მაჯის საათების დატოვებას, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ.

 

ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მისივე თქმით, პარლამენტში ანგარიშის მოსმენისას სახალხო დამცველი მანდატის გაფართოებას მოითხოვს. კერძოდ, კი, დახურულ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებას.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !