
კაფე „გალერის“ მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაფეში დღეს მისული პოლიციელები მათგან კაფეს სტუმარი ლგბტ პირების შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ.
ვიოლეტა ყოლბაიას განცხადებით, პოლიციელები მათ კომპიუტერების დამტვრევით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფორმაციას სოციალური ქსელით გაავრცელებდნენ.
ყოლბაია წერს, რომ პოლიციელები ლგბტ პირების გვარ-სახელის, მისამართისა და ტელეფონების ჩამოწერას ითხოვდნენ, თუმცა, კაფის თანამშრომლებმა პირადი კონტაქტების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე მათ უარი უთხრეს, რასაც მუქარა მოჰყვა.