-
2014-05-14 12:00
„სი-ტი პარკი“ ავტომფლობელებს ახალ SMS სერვის სთავაზობს. დღეიდან მძოღლებს კომპანიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და SMS ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ავტორიზაციის გავლის შემეგ ავტომფლობელები მიიღებენ ინფორმაციას პარკირების საშვის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ასევე ინფორმაციას დაჯარიმების შესახებ და ევაკუაციის შემთხვევაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაიგებენ თუ რომელ ავტოსადგომზეა ავტომობილი გადაყვანილი.
SMS სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა, ავტომფლობელმა კომპანიის ვებ-გვერდზე www.ct-park.ge გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს სარეგისტრაციო კოდი ან ეწვისოს „სი-ტი პარკის“ სერვის ცენტრს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 555 123 .
SMS სერვისის სარგებლობისთვის საჭიროა ავტომობილი რეგისტრირებული იყოს თქვენს სახელზე.