
რუსთავი 2“-ის გენდირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი ლაფერაშვილი იქნება ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი ნინო შუბლაძეს ეკავა, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 12 მაისს გვიან ღამით სოციალურ ქსელში გაავრცელა.