პატრიარქი: ეს ლავრა შეგვახსენებს, ვინ ვართ და რა ფასეულობის ერი ვართ

Image

ეს წმინდა ლავრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ვინ ვართ ჩვენ და როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პირველი წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

 

 


"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმსახურნო, ყველას მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით და აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე ამ დიდი წყალობისათვის. იწყება კვირეული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლის სადიდებელი. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოგვივლინა ჩვენ წარსულში, დღეს და მომავალში გარდამოავლენს ჩვენს ზედა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

 

გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს წმინდა ტაძარი და ეს წმინდა ლავრა, რომელიც შენდება წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ ჩვენ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე და ჩვენი ერის წინაშე. შენ იცი ჩვენი უძლურება, შენ იცი ჩვენი თვისებები", - ბრძანა ილია მეორემ. 

 


პატრიარქი ასევე მიესალმა მახათას მთაზე შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მრევლს და განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !