
გუშინ თბილისში, აღმასენებლის ხეივანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, “მერსედესის“ მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი სარეკლამო ბანერს შეეჯახა. სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მანქანაში მჯდომი ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია