
ევროკავშირმა და აშშ-მა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული „რეფერენდუმის“ შედეგებს არ ცნობენ. ამის შესახებ ევროკავშირის კომისრის პრეს-მდივანმა მაია კოჩიანჩიჩიმ "Газета.ру"-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი უკანონოა და ჩვენ მის შედეგებს არ ვაღიარებთ. ფერეფენდუმის ორგანიზატორებს არ გააჩნიათ ლეგიტიმურობა“ -განაცხადა პრეს-მდივანმა.
კოჩიანჩიჩიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რეფერენდუმის ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის გასულ თვეში უკრაინას, რუსეთს, ევროკავშირის და აშშ-ის შორის ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებთან.
კვირას ანალოგიური განცხადება გააკეთა აშში-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ, აღნიშნა, რა რომ ყოველივე არღვევს საერთაშორისო კანონსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.