
8 მაისს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომელთაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მკურნალობის და ოპერაციის ნაწილობრივი დაფინანსების გამო, დახმარების თხოვნით გამგეობას მომართეს.
ასევე, მოქალაქეების ნაწილი გამგეობიდან ითხოვდა სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსებას, რასაც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა არ ითვალისწინებს. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
გაიცა 13 საგარანტიო წერილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.