
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი ქურდიანის ქ.#25-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე ეზოს მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა.
გამგებელს ეზოს მაცხოვრებლებმა სახლის ავარიულობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გააცნეს. დავით დაღელაშვილმა კონსულტაცია გაუწია მათ აღნიშნულ საკითხზე და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.