-
2014-05-11 22:30
10 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უხუცეს იერარქს, დნეპროპეტროვსკისა და პავლოგრადის მიტროპოლიტს ირინეოსს 75 წელი შეუსრულდა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოსკოვიდან დნეპროპეტროვსკში ჩაფრინდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მუდმივი წევრი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი).
აეროპორტის სასაზღვრო სამსახურში ხანგრძლივი შეყოვნების შემდეგ მიტროპოლიტ ილარიონს გადასცეს ოფიციალური წერილი, რომლის თანახმადაც მას ეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.
მიტროპოლიტმა ილარიონმა აეროპორტშივე გადასცა საპატრიარქო მილოცვა და ჯილდოები მიტროპოლიტ ირინეოსს, რის შემდეგაც 10 მაისს, აეროპორტიდანვე გაბრუნდა მოსკოვში.
ფოტოზე: მიტროპოლიტი ილარიონი (თეთრ კუნკულ-ბარტყულში) პატრიარქ კირილის მილოცვას უკითხავს მიტროპოლიტ ირინეოსს (მარჯვნივ)