
იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც 10 მაისს „რუსთავი-2“-ის ეთერში გადაიცა, კომენტარები გააკეთეს ბიზნესმებემა ბესო გაბუნიამ და მამია სანადირაძემ, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ.
მათი თქმით, საუბრები გასული წლის აგვისტოში განხორციელდა, მაშინ როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა და მთავრობა კოჰაბიტაციურ რეჟიმში იყო. ბიზნესმენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
,,ეს საუბარი ბატონ შალვა ობგაიძესთან შედგა დაახლოებით 2013 წლის ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში. მე ვმუშაობდი კავკასუს ონლაინში, რაც შევქმენით ინტერნეტ მედია ჯგუფი, რომლის დირექტორიც ვიყავი 2008 წელს და იმის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ისმინებოდა ჩემი ტელეფონი“, - აცხადებს,,ფორ.გე“-ს დამფუძნებელი ბესო გაბუნია.
მამია სანადირაძე კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და ობიექტურობის დადგენას ითხოვს:
,,მე პირველ რიგში მოვითხოვ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პარლამენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეის გამოძიებაში და საერთოდ წერტილი უნდა დაესვას ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენას. მოსმენისთვის აუცილებელი უნდა იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება, ასეა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც“, - აცხადებს სანადირაძე.