
ბიძინა ივანიშვილს კერძო მიწის ნაკვეთის მიტაცებაში ადანაშაულებენ, სადაც ახლა მილიარდერის ბიზნესცენტრია განთავსებული.
მოქალაქე მარინე იაკობაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისი მიცვალებული ქმრის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მიიტაცა და ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებიც გაანადგურა.
როგორც იაკობაშვილი ამბობს, ამის შესახებ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ საქმის კურსში ჩააყენა „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი და დაპირებებიც მოისმინა კომპენსაციის თაობაზე, თუმცა, ამაოდ.
იგი აცხადებს:
„ჩემი მეუღლის სიცოცხლეშივე, 7 აპრილს დამტკიცებული იყო ბიზნესცენტრის პროექტი, ჩემი მეუღლე დაკრძალული არ იყო, 27 აპრილს მიმართეს მერიას, რომ მათთვის გამოეყოთ მიწა, ხოლო ჩემი მეუღლის გარდაცვლაებიდან ორ კვირაში, 1998 წლის 5 მაისს, გაცემული არის ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა, როდესაც ჯერ მიწაც არ იყო მიმაგრებული მათზე, დოკუმენტაცია არის გაყალბებული, ბიძინა ივანიშვილმა ობოლ ბავშვებს წაართვა საცხოვრებელი, თავის შვილებს აუშენა და დღეს იქ ცხოვრობენ“, - განაცხადა მარინე იაკობაშვილმა.
დაზარალებულმა თხოვნით ადვოკატთა ასოციაციას და ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართა.