-
2014-05-09 18:28
სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის კლინიკაში ორწლინახევრის ნიკოლოზ კეთილაძე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ბავშვის დედა,,კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა და არასწორი მკურნალობაა.
ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა და მე-6 დღეს გარდაიცვალა. მცირეწლოვანს მარჯვენა ფილტვის მწვავე პნევმონია ჰქონდა.
მკურნალი ექიმი კი აცხადებს, რომ ბავშვი ხშირად ავადმყოფობდა და ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემის გამო, სეფსისი განუვითარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ფაქტს უკვე სწავლობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.