„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი და მისი ორი მოადგილე, ასევე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და "კურიერის" წამყვანი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პროკურატურაში, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
მათ პროკურატურა უწყების ბრიფინგის პარალელურად დატოვეს და აცხადებენ, რომ არცერთი შეკითხვა დაკითხვის დროს არ დასმულა იმ კადრების შესახებ, რაც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა. მათ შორის, სეკითხვა არ დაუსვამთ ნიკა გვარამიას მოადგილისთვის - დუდუ კურდღელიასთვის, რომელიც გასაჯაროებულ კადრებშიც ჩანს.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“ პროკურატურის განცხადებას საგანგებო ბრიფინგით 19:00 საათზე უპასუხებს.