-
2014-05-08 21:35
დუშეთის რაიონში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ცენტრალურ მაგისტრალზე კი რამდენიმე ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი.
გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადიდებული არაგვი ზემო მლეთის მოსახლეობას დატბორვის საშიშროებას უქმნის.
ღვარცოფმა ქვეშეთი-მლეთის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც, გარკვეული დროის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. სტიქიის გამო, ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება ქვეშეთში მცხოვრები 40 ოჯახი.