საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა.
პაციენტი კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტის“ თანამშრომელია. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე
დღის განმავლობაში აღენიშნებოდა. ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოკვლევები უტარდებათ როგორც კლინიკის სხვა თანამშრომლებს, ასევე – პაციენტებს.