თუ ბრიტანელ მეცნიერებს დავუჯერებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ადამიანში კორონავირუსის ნიშნების ამოცნობა შეუძლიათ.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თითოეულ დაავადებას თავისი სპეციფიური სუნი ახასიათებს,
კორონავირუსის შემთხვევაშიც ასეა, ძაღლები კი, მოგეხსენებათ, სუნის მიმართ ძალიან
მგრძნობიარენი არიან, ამიტომ 6 კვირიანი წვრთნით ძაღლები შეძლებენ ადამიანის
ორგანიზმში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენას, რაც ინფიცირების შემთხვევათა დროულად
გამოვლენის მაჩვენებელს გაზრდის.
"დადასტურებულია, რომ ძაღლები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლიათ,
უკვე მუშაობენ ადამიანებთან , გასულ წელს, ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომელშიც დადასტურებულია
, რომ ძაღლებს შეუძლიათ მალარიის ინფექციასთან ასოცირებული სუნის დადგენა, ძაღლები ამას სრული
სიზუსტით აკეთებენ, ვფიქრობთ, რომ კორონა ვირუსის შემთხვევაშიც ასე იქნება," - აცხადებს ლონდონის
ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი ჯეიმს ლოგანი.