-
2020-04-12 15:31
არის თუ არა ჭარბი წონა რისკ ფაქტორი კორონავირუსის პანდემიის დროს-ამ თემაზე ენდოკრინოლოგმა
ლაშა უჩავამ გადაცემაში"დილა უქმეებზე" ისაუბრა:
"მაშინ, როცა მაცივართან ერთად თანაცხოვრება გიწევს, რთულია ადამიანებმა თავი გავაკონტროლოთ,
სიმსუქნე, გამომდინარე იქედან, რომ არის ერთ-ერთი ქრონიკული დაავადება, ნამდვილად არის რისკ
ჯგუფში.
მოგეხსენებათ, მზგავსი ქრონიკული დაავადებების დროს კორონავირუსით ინფიცირების შედარებით
მაღალია რისკია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვიკვებოთ ჯანსაღად,როცა ვსაუბრობთ
ჯანსარ კვებაზე, აქ აუცილებელია ვიტამინები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები იყოს მაქსიმალურად
დაბალანსებული, არ უნდა ამოიღოთ არც ერთი ზემოთჩამოჩთვლილი ელემენტი, რადგან ორგანიზმს
ყველაფერი სჭირდება,თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეტაბოლიზმისთვის.
ახლა ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმუნური სისტემა, ამიტომ მას დიდი
მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ.
გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრებები რომ თითქოს ჩვენი კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცილები-
ეს არ არის სწორი-ცილოვანი კომპონენტები ჩვენი იმუნური სისტემისთვის აუცილებელია , სწორედ
ცილოვანი კომპონენტებია ის ანტისხეულები , რომლებიც საბოლოო ჯამში ებრძვის იმ ვირუსებს,
რომლებიც ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრებიან"-აღნიშნა ლაშა უჩავამ
მისივე თქმით, კვებიდან კვებამდე მინიმუმ ორსაათნახევარი უნდა დავიცვათ.დღის განმავლობაში
აუცილებლად უნდა მიიღოთ სადილი , საუზმე და ვახშამი, მნიშვნელოვანია, თუ რას მივირთმევთ
დილით და როგორ ვიწყებთ ახალ დღეს.
რაც შეეხება ხილს, რომელიც ბევრ ადამიანს ძალიან უყვარს, ის უნდა გამოვიყენოთ როგორც ცალკე კვება:"
იმისათვის, რომ ორგანიზმმა ხილში არსებული მიკრო-მაკრო ელმენტები აითვისოს , უნდა მივირთვათ
არა როგორც დესერტი, არამედ, როგორც ცალკე კვება"