სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.
ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 47 ადამიანს დაუდასტურდა. 11 აპრილს, სომხეთში ინფიცირების 966 შემთხვევა
იყო რეგისტრირებული. ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსზე 680 ადამიანი შემოწმდა, საერთო ჯამში კი 7 164.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა