
ეკლესიაში არ მოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც ამის მიზეზი აქვს - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა
"ეკლესიაში არ მოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც რაიმე მიზეზი აქვს ამის. ან შეუძლოთ გრძნობს თავს ან კიდევ შინაგანად თუ განიცდის. ჯანმრთელ ადამიანს, რომ უთხრა არ მოხვიდე, ან რაღაც არ ქნაო, თუ ის მოაზროვნეა, უნდა აუხსნა რატომ არ უნდა გააკეთოს ეს.
რაც შეეხება ბზას, არ ვიცი , ამასთან დაკავშირებით როგორ იქნება, ზოგადად ეს ისეთი რამეა არც უნდა იყიდებოდეს. ამას ძირითადად მოვაჭრეები აკეთებენ ხოლმე და არა ეკლესია და თუ წელს ვერ მოჩეხავენ ბზას ძალიანაც კარგი იქნება,"- განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "რუსთავი2 თან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.