
ოპოზიციური პარტია ქართუ ფონდისგან მოითხოვს, იმ ფულის წარმომავლობა და ტრანზაქციები საჯარო გახადოს,
რომელიც ივანიშვილმა StopCov-ის ფონდში გადარიცხა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი “გათეთრებული” და ოფშორიდან გადმორიცხული თანხაა.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა.