
23 მარტის შემდეგ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი რიცხვი დაფიქსირდა-ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 830 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 161 852 შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.