-
2020-04-11 11:57
“კორონავირუსი აზიანებს ყველა ორგანოს, ყველა უჯრედს. აზიანებს პირველ რიგში ფილტვებს, გულზე მეტად. სუნთქვის უკმარისობა ამიტომაც არის გამოწვეული. ბევრ ჩემს კოლეგას შიში აქვს, რომ ვირუსი ტოვებს შეხორცებებს ფილტვებში.”
ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ნიუ იორკის უნივერსიტეტის და იელის სისტემის ჰოსპიტალისტმა, თამარ ჩხიკვაძემ COVID-19-თან ბრძოლაში, აშშ-ის გამოცდილებასა და პრაქტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.