აშშ-დან საქართველოში დაბრუნებული მოსწავლეები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

Image

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

 

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაიარეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში გაემგზავრნენ, სადაც 14 დღეს დარჩებიან. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. სომხეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამშობლოში გაემგზავრნენ.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !