
ქუთაისში კორონავირუსი ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდა.
კლინიკის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, COVID 19 ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდა, რომელიც კლინიკაში თვითდინებით მივიდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.