-
2020-04-10 16:47
საფრანგეთის არმიის ინფორმაციით, ავიამზიდზე „შარლ დე გოლი“ კორონავირუსი 50 პირს დაუდგინდა.
ხომალდი, რომელიც ატლანტის ოკეანეში იმყოფება, ამ დროისთვის საფრანგეთის ტერიტორიული წყლებისკენ მიემართება.მასზე 2000 ადამიანი იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ ავიამზიდი „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟი შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის გუნდი ავიამზიდის ბორტზე გავაგზავნეთ. ჩატარებულმა ტესტირებამ ეკიპაჟის 50 წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.