კახა კალაძე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას გაეცნო

Image

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციას გაეცნო. 300-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები საკრებულოს კომპანია „გრინლაიფმა“ (150 ნობათი), კომპანია „სოლო დეველოპმენტმა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურმა (60 ნობათი) გადასცეს.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა დახმარების აქციებში ჩართულ ყველა კომპანიას, ორგანიზაციებს და თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს აქტივობებს ვაგრძელებთ და ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომელთაც უჭირთ და ყველაზე მეტად დაზარალდნენ არსებული მდგომარეობით. საკრებულოს ინიციატივით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე. დაახლოებით, 1200 ასეთი ოჯახია და მათ უკლებლივ ყველას გადაეცემა პროდუქტები. პროექტი გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც. მინდა, ყველა კომპანიას, ვინც ჩართულია ამ პროგრამაში, მადლობა გადავუხადო. ასევე, რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ადამიანების დახმარების საქმეში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და დღეის მდგომარეობით, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ათასამდე ოჯახს გადასცა.

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ბექა დავითულიანი და სხვა დეპუტატები მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

unnamed-11.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !