
ცაგერსა და ლენტეხში სამი გამშვები პუნქტი მოეწყო - COVID 19-ის კვლევაზე კი 11 ადამიანის ნიმუშია გადაგზავნილი.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყება განმარტავს, რომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელდება არსებული შეზღუდვების კონტროლი. გამშვებ პუნქტებზე შემოწმდება ავტომობილები, ხოლო მოსახლეობას ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.
ამჯერად თერმოსკრინიგის შედეგად გამოვლინდა 5 პიროვნება, რომლებსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. სულ აღებულია 11 ნიმუში და გაგზავნილია კვლევაზე. პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.