-
2020-04-10 12:41
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა-რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელზე, ვლადიმირ ლეგოიდაზე დაყრდნობით ავრცელებს. საპატრიარქოს წარმომადგენელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს.
„მოსკოვის, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აღდგომის დღეს გააუქმონ საფლავებზე მისვლა კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო – მოსალოდნელი და გონივრულად საფუძვლიანი ზომაა, რომელიც მრავალ ადამიანს საფრთხეს აარიდებს“, – დაწერა ლეგოიდამ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.