
ფრჩხილების მოვლა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქალბატონების დიდი ნაწილი სალონს ხშირად ვსტუმრობთ და ხშირად სხვადასხვა ფერის
ლაქსაც ვირჩევთ და ტანისამოსსაც ვუხამებთ.
თუმცა , სამწუხაროდ, ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენების შემთხვევაში ფრჩხილები ყვითლდება, მასზე ჩნდება შავი
ზოლი, ხდება მტვრევადი და სუსტდება. თუ გსურთ, რომ ლაქის გამოყენების შემთხვევაშიც გქონდეთ ლამაზი და
ჯანსაღი ფრჩხილები გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
აიღეთ საკვები სოდა და გახსენით თბილ წყალში-ჩაალბეთ ხელები, ამ რიტუალს კარგი იქნება თუ
ექნება ხშირი ხასიათი- სოდის ამგვარი გამოყენება გაგიმაგრებთ ფრჩხილებს და მას სითეთრეს შესძენს.
დაყოფილ და ტვრევად ფრჩხილებს იოდი ნამდვილად შველის-იოდის თხელი ფენა წაისვით თვეში ორჯერ და თქვენი
ფრჩხილები შეინარჩუნებს სიმაგრესა და სიჯანსაღეს.
და ბოლოს, მოიმარაგეთ სოდა+იოდი+მარილი ამ აბაზანის მიღების შემდეგ თქვენ იდეალური ფრჩხილები გექნებათ. შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1სუფრის კოვზი სოდა, 1სუფრის კოვზი მარილი და 4 წვეთი იოდი. 15-17 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ხელები,რამდენიმე კვირაში თქვენი ფრჩხილები ჯანმრთელი და ჯანსაღი გახდება.