
საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მზიური მედის ექიმი პედიატრი და მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე მშობლებს ათ გამოსადეგ რჩევას აძლევს:
დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა!
საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია
სივრცეებში ჩაიყვანეთ 15 წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში!
ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე!
ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები!
არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების
მოსანახულებლად,ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით!
მოარიდეთ ბავშვები 5-10- კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი ! ! !
არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთიდაიმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები!
დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები!
ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან)
არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!