-
2020-04-09 18:17
პრემიერ-მინისტრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს "დამზღვევს" ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც უწოდებს.
"ფონდი ქართუ, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს,როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, მის ოჯახს, იმიტომ, რომ როდესაც 100 მილიონის შემოწირულობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ოჯახის გადაწყვეტილება ბუნებრივია და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის თანხა, რომელიც ოჯახმა გაიღო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეებს დაეხმაროს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს დახმარება სჭირდება"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა