
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის თქმით, ლენტეხსა და ცაგერში
ბლოკპოსტები განთავსდება.
ამას გარდა, იმ სოფლებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი
დაიწყება.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, დაახლოებით2 დღეში კორონავირუსით ინფიცრებულთან ყველა
კონტაქტი დადგენილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რადიო "აფხაზეთის ხმისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი სვანეთში
კორონავირუსის ორი შემთხვევის გამოვლენის შესახებ.
ინფორმაცია რადიოს საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში მოწვეულმა სტუმარმა , გაბი გაბიანმა დაადასტურა.
რესპონდენტის თქმით, შემთხვევა უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანს უკავშირდება, მან ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ
სვანეთის ერთ-ერთ სოფელში ნათესავები მოინახულა.
"მოსახლეობაში პანიკა არის, გარეთ გასვლასა და ახლო კონტაქტს ვერიდებით, აქამდე შედარებით
მშვიდად ვიყავით"-განაცხადა გაბიანმა.