-
2020-04-09 14:13
„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საუბრისას განაცხადა.
„რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.
"კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო".-უპასუხა გომელაურა ჟურნალისტებს კითხვაზე-დაჯარიმდება თუ არა ღამის თევაზე მისული მრევლი.