
სვანეთში, კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
შემთხვევა ლენტეხის რაიონში სოფელ ნელეში მოხდა.
ამის შესახებ რადიო "აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში გაბი გაბიანმა განაცხადა. რესპონდენტის
თქმით, შემთხვევა უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანს უკავშირდება, მან ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ
სვანეთის ერთ-ერთ სოფელში ნათესავები მოინახულა.
"მოსახლეობაში პანიკა არის, გარეთ გასვლას და ახლო კონტაქტს ვერიდებით, აქამდე შედარებით
მშვიდად ვიყავით"-განაცხადა გაბიანმა.