რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 1459 ახალი შემთხვევა 50 რეგიონში დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსის
10 131 შემთხვევაა, –ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.
ერთ დღეში COVID-19-ს 13 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 76 ლეტალური შემთხვევაა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას – ის 118-ით გაიზარდა და 698 შეადგინა.