რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვები გაიზარდა,ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევითმა კომპანია Nielsen-მა მარტში რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელებში ალკოჰოლის გაყიდვების ზრდა დააფიქსირა-მოთხოვნა სასმელზე თვის დასაწყისში გაიზრდა და პიკს მარტის ბოლო კვირას მიაღწია. კერძოდ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არყის გაყიდვები 31%-ით არის გაზრდილი, ლუდის - 25%-ით, ვისკის კი 47%-ით.
კვლევას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილის თქმით, არაყი იყიდება, თუმცა მას არა სვამენ, არამედ ანტი
სეპტიკის ნაცვლად იყენებენ.