საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა-ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დილით ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტების პასუხებიც, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული.კვლავ ტარდება კვლევა და ხვალ დილით მოგახსენებთ “ , – განაცხადა ეზუგბაიამ.