ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება -ასე უპასუხა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში კითხვას, რატომ არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობისას 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა ეკლესიებში.
"ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში. თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში, ეს ვერ მოხდება. თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არ უნდა იყოს და ეს სწორი", — განაცხადა წულუკიანმა.