სავარაუდოდ კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% დაინფიცირდება, პიკი კი აპრილის ბოლო
რიცხვებიდან დაიწყება-ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „რუსთავი 2-ს“ განუცხადა.
მისი ვარაუდოთ ინფიცირების მკვეთრი აღმავლობა არ უნდა მოხდეს. "მას, შესაძლოა, ჰქონდეს ეტაპობრივი
ხასიათი, ამიტომ არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.
ის თვლის, რომ დაავადების თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური ხერხი სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკაა.
„როგორც იქნა მოხდა განხილვა იმისი, რომ მოხდეს სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა, რასაც ექიმები ამდენ ხანს ვითხოვდით და ამირან გამყრელიძემაც გააჟღერა. მაგალითად, ყელცხვირნაცხით დიაგნოსტიკა მასობრივი კვლევისთვის არის ეფექტური. PC ტესტით შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხდეს დიაგნოსტიკა იმ ადამიანის, რომელსაც დღეების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება. ასევე, ანტისხეულებით დიაგნოსტიკაც შეიძლება ინდივიდისთვის არ იყოს ეფექტური“,- აცხადებს ექიმი.