"არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია"-ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანსისკემ The Tablet-თან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.
„ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს
ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა
წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია“,-აღნიშნა პაპმა.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 431 ათას 951 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის
შედეგად 81 ათას 082 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 302 ათას 209 – გამოჯანმრთელდა.