-
2020-04-08 16:00
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეისთვის კლინიკაში 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა აღვნიშნო ერთი სასიხარულო ფაქტი. ეს ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზე აღარ არის და მხოლოდ ვენტილაციაზე იმყოფება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მდგომარეობიდან გამოვიდნენ“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.