
ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში რამდენიმე ათასი ტესტი უკვე არის, უფრო მეტი კი გზაშია.
„ჩვენ ამ ეტაპისთვის საქართველოში, ადგილზე უკვე გვაქვს PCR-ტესტების რაოდენობა 2 000 ოქროს სტანდარტის. დამატებით 10 ათასი ტესტი, რომელიც უკვე კიდევ შემოსული არის. გზაში არის 18 ათასი ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი. გარდა ამისა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზე არის 4 ათასი და გზაში არის 20 ათასი. საერთო რაოდენობას ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებებით ჩვენ ველოდებით 24 ათასს. ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ქვეყანაში არის 2 ათასი, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განმარტა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.