-
2020-04-08 14:46
როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
„ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას. ჩვენ ასევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დავაფიქსირებთ პაციენტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, როლებიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, - განმარტა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.