-
2020-04-08 14:20
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული. 8 აპრილის ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმების რეკომენდაციით, ასევე, გათვლებისა და მოლოდინების გათვალისწინებით:
"აპრილის ბოლოს და შუა რიცხვებში ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში. საუბარი იმაზე, რომ დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებაა მიღებული, სწორი არ იქნება და კიდევ ერთხელ დაეყრნობა იმ რეალობას, რაც იქნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით".